ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ძე ღვთისას მოსვლით ერად მოგებულად (ტიტ. 2, 14), წმინდა ერად, უფლის სამღვდელო დასად ვიქეცით!

ძე ღვთისას მოსვლით „ერად მოგებულად“ (ტიტ. 2, 14), წმინდა ერად, უფლის სამღვდელო დასად ვიქეცით! ღვთაებრივი სიტყვა – მხოლოდშობილი სიტყვა, ღვთის არსებობის დაუსრულებელი სიტკბოება, დიდებულება, მოწამეთა სადიდებელი, ღირსთა მოთმინება, წმინდა სულების ერთადერთი სიძე, რომელიც სუფევს, მეუფებს, ზრუნვითა და ყურადღებით გარემოიცავს ქმნილებას. „ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად... რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა... არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოან. 1, 12-13). ისინი, ვინც ცხონდებიან, ხორცისა და გულისთქმის ნებით კი არ არიან ნაშობნი, არამედ ღვთის მიერ და უფლის მახლობლად იმეფებენ სასუფეველში.

2