წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მთელი ჩვენი არსებობით მოვალე ვართ უფლის წინაშე
მთელი ჩვენი არსებობით მოვალე ვართ უფლის წინაშე
ღმერთი სრულყოფილი, მიუწვდომელი და კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე. ის დედამიწაზე მოვიდა და უსასყიდლოდ გამოგვიხსნა. მთელი ჩვენი არსებობით მოვალე ვართ უფლის წინაშე და თუ ჩვენს სიცოცხლეს ღმერთს მივუძღვნით, მაინც ვერაფერს გავაკეთებთ, – უბრალოდ ჩვენს ერთ მოვალეობას შევასრულებთ. ის არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც ხსნა მოგვანიჭა.