ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გარდაცვლილთათვის პანაშვიდები და საღვთო ლიტურგია

გარდაცვლილთათვის პანაშვიდები და საღვთო ლიტურგია

ძალიან დიდ სარგებელს იღებენ გარდაცვლილები საღვთო ლიტურგიის, პანაშვიდებისა და სხვა საეკლესიო მსახურებების დროს; რა თქმა უნდა, სარგებლით სავსე მხოლოდ მათთვის არის, ვინც შეინანა, ვისაც სათნოებების მცირე ცომი მაინც ჰქონდა მზად და უდებების, მცონარების, დღეიდან ხვალისთვის გადადების გამო ვერ მოასწრო სათნოებების პურის გამოცხობა. ეკლესიის მსახურება, პირადი ლოცვები, მოწყალების გაღება, კაცთმოყვარეობით აღსრულებული საქმეები ასეთებს დანაკლისს აუნაზღაურებს ღვთის უსაზღვრო მოწყალების გამო.

2