ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის

ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის

როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთხელ, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: "ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს". ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: "აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის", - დაამშვიდა მან იგი.

თემატური კითხვები
3