ალექსი! შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე
ალექსი! შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე
ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: "ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე", ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა.