
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
მარადისობა
რა არის მარადიული სიცოცხლე? ზემოთ ბევრი რამ ვთქვით სიცოცხლის მიზანსა და დანიშნულებაზე, მაგრამ რა
რა არის მარადიული სიცოცხლე? ზემოთ ბევრი რამ ვთქვით სიცოცხლის მიზანსა და დანიშნულებაზე, მაგრამ რა არის თავად მარადიული
სიცოცხლე, არ ვიცით, იმიტომ, რომ ასეთი ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. იგი დროდადრო გამოკრთება ხოლმე იმ საოცარ
ბედნიერებად და სიხარულად, რომელსაცამქვეყნიური გაგებით ობიექტური მიზეზები არც მოეპოვება. ყველაზე აშკარად ეს რელიგიური
ცხოვრებით ვლინდება (მართლმადიდებლობას ვგულისხმობ).
როდესაც ადამიანი ილოცებს ან ეზიარება, ქვეყანა თავზე რომ ემხობოდეს, მაინც უხარია _ მარადისობა შედის მის გულში... ამის
გამოცდილება ხომ რეალურად არსებობს?!
თუ ადამიანი ასე არ ცხოვრობს, თუ იგი მთელი არსებით განზრახ უარყოფს ამას, ძალზე საშიში ხდება. განა შეიძლება, ენდო მაიმუნს,
რომელსაც მხოლოდ ინსტიქტი აქვს? ადამიანი ხშირად ვერც აცნობიერებს, სინამდვილეში ვინ არის შინაგანად. ამის მაგალითი კაცობრიობის
ისტორიაში მრავლადაა...
|