მართლმადიდებლობა, ეს სისავსეა და ამიტომ მართლმადიდებელი ვერ გახდები მხოლოდ ერთი ნიშნით.

მართლმადიდებლობა, ეს სისავსეა და ამიტომ მართლმადიდებელი ვერ გახდები მხოლოდ ერთი ნიშნით. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ გულის ან გონების, მარტო სანახევროდ მართლმადიდებლობა ისევე არ არის ცოცხალი, როგორც ხორცი არ არის ცოცხალი სულის გარეშე!.. მართლმადიდებლობა არის ღმერთის მართალი, სწორი, ჭეშმარიტი დიდება. როგორ გგონიათ, ისინი, ვინც დღეს არამართლმადიდებლები არიან, ყველანი ბოროტები იყვნენ?! არა, ბაბუა; ბევრი ერი სხვაგან იმიტომ გადავიდა, რომ მართლმადიდებლობა ძალიან მძიმე და ძნელი აღსასრულებელია. ძნელია, ბაბუა, ძნელი!!! მხოლოდ მართლმადიდებლებს დევნის ასე სასტიკად ბოროტი. თუ სიძნელეს, ტკივიკს, მწუხარებას არ გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ პირჯვარს იწერ მარჯვნიდან მარცხნივ და მეტი რამე საერთო არა გაქვს ჭეშმარიტებასთან.
 
3