ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
მეგობრობა
წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება მეგობრისა და მეგობრობის გარეშე. ეს იმდენად ნიშანდობლივი და სათნო
წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება მეგობრისა და მეგობრობის გარეშე. ეს იმდენად ნიშანდობლივი და სათნო მდგომარეობაა, რომ არ არსებობს მის გარეშე ნამდვილი მამაშვილობა, დედაშვილობა, დაძმობა, მეუღლეობა, ნათესაობა, თანამშრომლობაც და მეზობლობაც. იგი სისავსის არსებობის ერთგვარი მანიშნებელია სიყვარულთან მიმართებაში, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ.
მაინც რა არის მეგობრობა? საფიქრებელია, რომ იგი, პირველ ყოვლისა, მსგავსთა სულიერი კავშირია. იგი ასევე სიყვარულის, ურთიერთგაგების, თანადგომის, თანამოაზრეობისა და მზრუნველობის გამომხათველია, ამავდროულად - საკუთარი თავის მყუდროებითი სამყოფელი მეორე ადამიანში. ამ ურთიერთობისაკენ სწრაფვა ადამიანურობის მაღალი უნარის წარმომაჩინებელია, ამიტომ მეგორბობის გარეშე არ არსებობს სრულფასოვანი ცხოვრება. აქვე უნდა აღვნიშნო მეგობრობის ისეთი მოტივის არსებობაც, რომელიც არაჰუმანური მიზნით არის ხოლმე განმსჭვალული, როდესაც დაახლოება ხდება არაკეთილსინდისიერი მისწრაფების განხორციელებისთვის, სადაც ამ მიზნებით შეპყრობილი ადამიანები ერთიანდებიან. ამის შესახებ არ განვავრცობ, რამეთუ ვერ მოვიაზრებ მას, როგორც მეგობრობის არსის გამომხატველ შედეგობრივ ფაქტს.
|