ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
აღდგომა
არსებოს უამრავი ფაქტი იმის დასტურად, რომ ქრისტე აღსდგა. მიგნებულია და გაშიფრულია პილატეს დროინდელი,
არსებოს უამრავი ფაქტი იმის დასტურად, რომ ქრისტე აღსდგა. მიგნებულია და გაშიფრულია პილატეს დროინდელი, პილატეს კარის ისტორიკოსის ჩანაწერები, საიდანაც ვიგებთ, რომ პილატეს ცოლი შეაგონებდა, არ მოეკლა ეს მართალი კაცი. პილატემ თურმე თქვა: "თუ ეს ღმერთია, მაშIნ აღსდგება მკვდრეთით; მე რომ არ დავსაჯო იგი, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, შფოთი იქნებაო". მან თავის პირად მდგომარეობასა და კარიერას ანაცვალა ყოველივე და უფალს მოკვდინება გადაუწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა, იესო შეიძლება მართლაც ღმერთი ყოფილიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით.
რა თქმა უნდა, პილატე მაინც დამნაშავეა. უფალი უბრალო კაცი რომ ყოფილიყო, განა უნდა მოეკლა? ხომ დარწმუნდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ მაინც დამნაშავესავით დასაჯა. როდესაც უფალი დაკრძალეს, პილატემ იქ გააგზავნა თავისი ხალხი, რომლებმაც ყველაფერი აღწერეს, რაც მოხდა: ისინი წერენ, რომ იქ ძალიან დიდი ნათება იყო და "კაცი გამოვიდა საფლავიდან". შეშინებული ჯარისკაცები ძირს დაცვივდნენ. როდესაც თენდებოდა, მათ იქ დედებიც ნახეს. მათ მიერ აღწერილი ძალიან უახლოვდებოდა სახარებისეულს, სადაც წერია, რომ გამთენიისას მენელსაცხებლე დედები მიისწრაფოდნენ უფლის საფლავისაკენ.
პილატეს ამგვარი პირობა დაუდვია: თუ ეს მართლაც ასე მოხდა, თუ მართლაც აღდგა ქრისტე, მე აღარასოდეს გამოვაჭედინებ მონეტაზე ჩემს გამოსახულებასო. მართლაც, არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნია ჯვარცმამდელი მონეტები, რომელთა ერთ მხარეს პილატეს გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი რომის კეისრისა; ხოლო ჯვარცმის შემდგომი პერიოდის მონეტებზე არის მხოლოდ წარწერა: "პილატე პონტოელი", გამოსახულების გარეშე ეს ისტორიულ-არქეოლოგიური ფაქტი გვიდასტურებს, რომ უფალი აღსდგა.

|