დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: საიდუმლო

ვისაუბრებთ საიდუმლო სერობის საიდუმლოზე, ანუ ევქარისტიაზე. სხვა წმიდა საიდუმლოს მსგავსად, ეს

ვისაუბრებთ საიდუმლო სერობის საიდუმლოზე, ანუ ევქარისტიაზე. სხვა წმიდა საიდუმლოს მსგავსად, ეს საიდუმლოც მხოლოდ ღვთის წყალობითა და საკუთარი გამოცდილებით შეიძლება განცხადდეს ჩვენთვის, რასაც წლები სჭირდება, წლები დაუცხრომელი სულირი ცხოვრებისა.
    რა მოხდა ისტორიულად ამ დღეს? ქრისტეს და მის მოციქულებს პასექი უნდა ეჭამათ, ანუ ეს იყო დღე, როდესაც აღინიშნებოდა ისრაელი ერის განთავისუფლება ეგვიპტის მონობისაგან: იკვლებოდა ერთი წლის ბატკანი და საგანგებო რიტუალით იჭმებოდა. რა თქმა უნდა, ეს კრავი წინასახე იყო თავად უფლისა.
    სწორედ იმ დღეს, სერობისას უფალმა მეტად უცნაური რამ მოიმოქმედა: მან აიღო ჩეულებრივი პური და ჩვეულებრივი ღვინო, აკურთხა და თქვა: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..." და შემდეგ ღვინოზე; "სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". უფალი აჭმევს, დაალევინებს და შემდეგ ეუბნება: "და ამას იქმოდეთ ყოველთვის ჩემს მოსაგონებლად". მართლაც განსაცვიფრებელია. ეს ერთგვარად იყო გაგრძელება იმ საიდუმლო საუბრისა, რომელიც მან წარმოთქვა ხალხის წინაშე, და რომელსაც გვამცნობს წმიდა იოანე მახარებელი.
 
6