არქიმანდრიტი სოფრონი(სახაროვი) - ჭეშმარიტი ქრისტიანობა
 

თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა

უფალი ბრძანებს: „არავინ იცის ძე გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების“ (მათ. 11, 27), ან „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14, 6), ან „უკეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (იოან. 8, 24). ჩვენს სინამდვილეში მაცხოვრის ეს მცნებები მარადიული ღვთაებრივი ცხვორების ხატია და ამავე დროს გზა ამ ცხოვრებისაკენ მიმავალი. ყოველგვარი ჭვრეტა, რაოდენ ამაღლებული და ღვთაებრივიც უნდა გვეჩვენებოდეს, ქრისტეს გარეშე არ არის ჩვენთვის ღვთაებრივი ნათელი, აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლური მოღვაწეობის აზრი და მიზანი არის ქრისტეს მცნებების დაცვა, სწრაფვა იმისაკენ, რომ ეს მცნებები იყოს მთელი ჩვენი ყოფის ერთადერთი მარადიული კანონი. თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას, სახელდობრ, რომელი მცნებები? პასუხი ასეთია: პირველი მცნება – „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ და მეორე, მსგავსი მისი, – „შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“... „ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მარკოზ. 12, 30–31; მათ. 22, 40). ჩვენ განვსაზღვრეთ აზრი და მიზანი მართლმადიდებლური მოღვაწეობისა. ეს მოღვაწეობა ანუ ღმერთში ცხოვრება გამოიხატება ადამიანურ ქმედებაში, რომელიც გარკვეული ფორმით ვლინდება.
 
აქტუალური თემები