ავტორი:
წმ. იოანე ზოსიმე
თემა:
საქართველო
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია
და ჰელენე დედოფლმან,
ესე არიან ორნი დანი,
ვითარცა მარიამ და მართაი.
და მეგობრობაი
ამისათვის თქუა მახარებელმან.
რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამასა ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი
ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან,
რამეთუ "ათასი წელი -
ვითარცა ერთი დღეი";
და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო, თავსა მათეისსა
წილი წის, რომელ ასოი არს,
და იტყვის ყოვლად
ოთხ ათასსა მარაგსა, -
და ესე არს ოთხი დღეი,
და ოთხისა დღისა მკუდარი,
ამისთვის მისთანავე დაფარული
სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.
და ესე ენაი
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა.
მდაბალი და დაწუნებული -
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
და სასწაულად ესე აქუს:
ას-ოთხი წელი
უმეტეის სხუათა ენათა
ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს,
მოწამედ წარმოგითხარ,
ას-ოთხი ესე წელი,
და წილი ანბანია.
დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია
და ჰელენე დედოფლმან,
ესე არიან ორნი დანი,
ვითარცა მარიამ და მართაი.
და მეგობრობაი
ამისათვის თქუა მახარებელმან.
რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამასა ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი
ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან,
რამეთუ "ათასი წელი -
ვითარცა ერთი დღეი";
და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო, თავსა მათეისსა
წილი წის, რომელ ასოი არს,
და იტყვის ყოვლად
ოთხ ათასსა მარაგსა, -
და ესე არს ოთხი დღეი,
და ოთხისა დღისა მკუდარი,
ამისთვის მისთანავე დაფარული
სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.
და ესე ენაი
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა.
მდაბალი და დაწუნებული -
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
და სასწაულად ესე აქუს:
ას-ოთხი წელი
უმეტეის სხუათა ენათა
ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს,
მოწამედ წარმოგითხარ,
ას-ოთხი ესე წელი,
და წილი ანბანია.
|