ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
საქართველო
ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი.
ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. ასევე სამყაროს შექმნისა და მართვის საიდუმლოებების ღვთაებრივი ცოდნა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბოროტი არ გვეშვება. ვინ და რა ჯურის დამპყრობელი არ აღძრა მან ჩვენს წინააღმდეგ. ისინი აქ მხოლოდ ვაზის ასაჩეხად არ მოსულან, ისინი აქ დიდ საიდუმლოს ეძებდნენ!.. მტრობა და შუღლი არც ერთმორწმუნე ერებმა დაგვაკლეს. მიწა-წყალ დაკარგულ ქართველებს რწმენაც შეგვირყიეს. განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძოდნენ ჩვენს სულიერ ცნობიერებასა და ხედვას, რასაც ისინი იმჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ. ბერძნულ - რუსულ-ებრაული ცნობიერებით სახეშეცვლილი ქართული ეკლესია და თუ მთლიანად ერი რა დღეში ჩააყენეს ურჯულო ბოლშევიკებმა ეს ყველამ ვიცით. ერს ღმერთი დაავიწყეს, ხოლო ეკლესია (ოფიციალური) უმწეო, დამორჩილებულ მდგომარეობაში ამყოფეს. ამიტომ არც უნდა გვიკვირდეს, რომ ეკლესია და ერი ჯერჯერობით ვერ არიან იმ სულიერ სიმაღლეზე, იმ დონეზე, რა დონეც შესაძლებელს გახდის "ვეფხისტყაოსნის" სულიერ წვდომას, ხედვასა და შეფასებას!.. ჩვენ ჯერჯერობით ახლადაღდგენილ ლაზარეს ვგავართ, რომელსაც ჯერ კიდევ თეთრი ბურუსი ედგა თვალწინ. აწი იწყება დიდი გამოღვიძება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ერმა და ქართულმა ეკლესიამ ბოროტის მანქანებით განიცადა - ქართული ქრისტიანული სული სულ ცოცხლობდა! ცოცხლობდა ცალკეული წმიდანების სახით, რომლებიც მძიმე ტანჯვის ფასად, საიდუმლოდ ინახავდნენ ქართული სულის ჭეშმარიტ საგანძურს.
|