ავტორი:
იღუმენი ლაზარე (გაგნიძე)
თემა:
საშინელი სამსჯამრო
წმიდა წერილის მიხედვით საშინელი სამსჯავროს შემდეგ უფლის მარჯვნივ დამკვიდრებული მართლები მარადიულ
წმიდა წერილის მიხედვით საშინელი სამსჯავროს შემდეგ უფლის მარჯვნივ დამკვიდრებული მართლები მარადიულ ნეტარეში იქნებიან, იმით, რომ იქნებიან უფლის უშუალო სიახლოვეს, ღვთის უშრეტი ბრწყინვალებისა დად დიდების მაცქერალი, ანგელოზთა გერემოცვაში და თავად ანგელოზებრივი ბუნების მქონენი, "რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა" - როგორც მახარებელი მათე ამბობს (22,30) და როგორც იოანე ღვთისმეტყველი წინასწარმეტყველებს გამოცხადებაში: "არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმრწყსის მათ და უძღვის წყაროთა მიმართ წყლისა ცხოვრებისათა, და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თვალთაგან მათთა" (გამ. 7, 16-17).
|