თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, - უკურნებელს სიბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე

თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, - უკურნებელს სიბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხავ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის, რომ სიმდაბლე მისი ნაყოფი არის, და თუ ნაყოფს ბოროტად შერაცხ, შენგან ისიც ბოროტად შერაცხილი იქნება, თქმისაებრ: "ხე ნაყოფთაგან საცნაურ არს". მიხედე კეთილად განსჯით თქმულის სიტყვის ძალას: სიმდაბლის განგდებით და შეურაცხებით ქრისტეც შენგან შეურაცხად განგდებული შეიქმნა. სიმდაბლის განგდებამ, რადგან რადგან ამის მსგავსი მოუგონებელი საბრხე გეამთხვია, ვალი გაქუს, რომ სიმდაბლე შეიტკბო და ამპარტავნება მოიძაგო.
 
თემატური კითხვები
3