ავტორი:
მეუფე დანიელი
თემა:
სიყვარული მოყვასისადმი
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთი სიყვარული მხოლოდ წმიდანებს შეუძლიათო და მართალიც იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ვაღიაროთ, რომ მართლაც, ჩვენ გულებში ხშირად იღვიძებს სიძულვილი, რომ ჩვენ ხშირად ვცოდავთ ღვთის წინაშე, რომ დავივიწყეთ ძველი მეგობრობა, დავივიწყეთ თუ რაიმე კარგი გვაკავშირებდა, დავივიწყეთ, რომ ერთერთი უმთავრესი ქრისტიანული სათნოება არის მიტევება.
|