
ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 76]
თემა:
მზვაობრობა
302. როგორ განვაგდოთ მზვაობრობის ვნება?
302. როგორ განვაგდოთ მზვაობრობის ვნება?
თუ მართლაც გსურს ამაო და ღვთისთვის საძულველი მზვაობრობის თავიდან აცილება და გსურს ნეტარი საბოძვრის მფლობელი გახდე, დაე, ყოველივე – გარეგნობაც, სამოსიც, სიარულის სახეც, დასაჯდომელიც, საზრდოც, საწოლიც, – ერთი სიტყვით, ყველაფერი – უაღრესი ზომიერებით იქონიე. დაე, შენი სიტყვაც, სხეულის მოძრაობაც და მოყვასთან საუბარიც თავმდაბლობისაკენ იყოს მიქცეული. კეთილი და მშვიდი იყავი შენი ძმის წინაშე, უბოროტო – მოწინააღმდეგეთა წინაშე, კაცთმოყვარე და თანამლმობი – დამცირებულთა და შეჭირვებულთა წინაშე, გამზადებული – სნეულთა ნუგეშსაცემად და მოსანახულებლად.
|