წმ. იოანე კრონშტადტელი - წმინდანები
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: წმინდანები

კარგად იცი, რა სწრაფად, შორსა და ნათლად ჭვრეტს გული, (განსაკუთრებით სულიერ საგნებს). ყველანაირი ცოდნა, და პირველი რიგში სულიერი, უმეტესად რწმენით მოდის (გულის ხედვით). გული - თვალია ადამიანისა, რამდენადაც უფრო წმინდაა იგი - იმდენად უფრო მახვილია, მეტს, უფრო მკაფიოდ ხედავს. სულიერი თვალი ღვთის კაცისა და ამავ სოფელში იწმინდება (რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის) და გარდაცვალების მერე, ღმერთთან გაერთიანებისას, მადლი ღვთისა უფრო მრავლდება, ნათლდება, ფართოვდება წმინდანთა ხედვის არე, ამიტომაა, ისინი ძალიან ნათლად, უფრო შორს, მეტს და გაცილებით ფართო ჭრილში ხედავენ ნებისმიერის სულიერ გაჭირვებას. ხედავენ და ესმით ყველასი, ვინც გულით მიმართავს მათ, ვისი გონიერი თვალიც არ ბნელდება ეჭვით, უნდობლობით; და ასეთი ლოცვისას მავედრებლის მზერა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი მეოხის თვალებს ხვდება და სწორედ ეს გახლავთ, ხილვაი საიდუმლო. გამოცდილი მიხვდება, რაც აქ ითქვა. ამიტომაა ადვილი წმინდანებთან ურთიერთობა! მაგრამ, გულის ხედვა განწმენდილი უნდა იყოს, მეოხის შემწეობაში მტკიცედ დაუჯერებელი, ითხოვოს საჭირო და - მიეცემა! და რაც უფლის მზერას შეეხება? - ესაა რომ ავსებს ცასა და მიწას, ყველგან, ყველაფერს წვდება მისი თვალი - "ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა" (იგავი.15,3).
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები