
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა:
მრისხანება
გულში ჩასახლებული მრისხანება, საერთოდ ყველანაირი ვნება, ერთს ეცდება - ბოროტების გარდუვალი კანონის
გულში ჩასახლებული მრისხანება, საერთოდ ყველანაირი ვნება, ერთს ეცდება - ბოროტების გარდუვალი კანონის თანახმად გადმოიღვაროს გარეთ. ასეც ამბობენ ხოლმე, ჩვეულებრივ, განრისხებულზე, მან დაანთხია კაცს თავისი სიცოფეო. ბოროტების უბედურებაც ისაა, გულში არ კავდება, ძალსაა გადმოინთხიოს, გამოვიდეს გარეთ. აქედანაც კი ჩანს, ძლიერია მიზეზი ბოროტებისა, კარგა დიდი სამფლობელოს პატრონიცაა, თვითონაა იქ მბრძანებელი, "სოფელი ესე ჭირსა ზედა დგას" (იოანე.5,19.) როგორც გაზი ან ოხშივარი ერთ ალაგას დაგროვილი, მომძლავრებული, ძალსაა გამოსკდეს გარეთ, ვნებაც, სუნთქვა ბოროტისა, როცა გადაავსებს ხოლმე კაცის გულს, ისიც ასევე ცდილობს ერთი ადამიანიდან, მეორეზე გადმოსკდეს, სხვებსაც გადასდოს საკუთარი სულის სიმყრალე.
|