
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად დაღუპვის გზისკენ მიისწრაფიან.