
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: სიყვარული მტრისადმი
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე მტერი, - ბრძენზე ბრძენი იქნები. ო, რომ იცოდე, რა ზეიმი და ნეტარებაა, გიყვარდეს მტერი, კეთილი უყო მას! ასე იდიდა ძე ღვთისა, ასე იდიდა ღმერთმა წმ. სამებაში, ეს იყო დიადი ძლევა მისი სიყვარულისა ზნედაბრეცილი, უმადური ადამიანების ჯილაგზე. ასე სძლიეს ღვთის წმინდანებმა საკუთარ მტრებს, უყვარდათ, კეთილს ცდილობდნენ მათთვის, "რამეთუ ვიდრე იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩვენთვის მოკუდა... უკეთუ მტერ რაი ვუყვენით დავეგენით ღმრთისა სიკუდილითა ძისა მისისაი, რავდენ უფროის აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდით მაცხოვარებითა მისითა" (რომ.5.8,10).