ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
მინდა შევეხო საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ჯვარდაუწერელი მეუღლეების ქორწინების განსაზღვრების
მინდა შევეხო საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ჯვარდაუწერელი მეუღლეების ქორწინების განსაზღვრების შესახებ. არცთუ იშვიათად გაიგონებ, თითქოს ჯვარდაუწერელი მეუღლეები მრუშები არიან, ხოლო მათი შვილები მრუშობის ნაყოფები. კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ეს სრულებითაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
როდესაც კაცი და ქალი აღუთქვამს ერთმანეთს მეუღლეობას, ამ აღთქმით უკვე არიან ცოლ-ქმარნი. მრუშობად იწოდება მოქმედება, როდესაც ცოლიანი ან ქმარიანი ღალატობს თავის მეუღლეს. სწორედ თავისი თანამეცხედრისაგან განშორება და სხვა არსებასთან შეერთება იწოდება მრუშობად, როგორც მეუღლეთა ერთხორცქმნილობის დამრღვეველის ქმედება. სიძვად კი იწოდება უქორწინებელის ხორციელი ცხოვრება, რომელსაც თანამეცხედრე არ ჰყავს, ამრიგად, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ამ ორ განსაზღვრებას ქორწინების შედეგად მომხდარ ბუნებრივ აქტთან ადგილი არ აქვს.

|