არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც

არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობ. ეს შეურყეველი და დაურღვეველი ჭეშმარიტებაა.
    მართალია, ბევრი ვინმე შეებრძოლა ამ ჭეშმარიტებას, ბევრი ნასწავლი და განათლებული შეეცადა დაემტკიცებია სხვებისათვის, რომ ქვეყნიერება გაჩნდა თავის თავად და არსებობს მხოლოდ თავისი ძალით, თავისი უნარითო, მაგრამ ამ ნასწავლთა და ჭკუამაღალთა მეცადინეობა საქმით იმგვარივე სიმტკიცისა და სიმაგრისავე გამოდგა, რაგვარ სიმტკიცესა და სიმაგრესაც შეიცავს გულუბრყვილო ბავშვისაგან ცელქობის დროს ჩალა და თიხისაგან აგებული კოშკი. დღეს, კაცობრიობის სასიქადულოდ და სასარგებლოდ, ყოველი ჭკუადამჯდარი მეცნიერებისაგან უარყოფილია ის აზრი, რომ რაიმე დაიბადოს, რაიმე გაჩნდეს, რაიმე წარმოსდგეს ქვეყანაზედ თითონ, თავისთავად, გარეშე დამოუკიდებელი ძალისა, რომელიც არის ყოვლადშემძლე ღმერთი.
 
თემატური კითხვები
0