წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ადამიანი

ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის

ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედებები იყო შეუდარებლად ფართო და თავისუფალი. ასეთი გრძნობის ორგანოებით, ასეთი სხეულით შემოსილ ადამიანს სულების გძნობითი ხედვის უნარიც გააჩნდა, ამასთანავე ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაც შეეძლო... ცოდვით დაცემამ სული და სხეული შეცვალა. დაცემა იმავდროულად სიკვდილიც იყო; ამ უსიცოცხლო მდგომარეობაში, სხეულის უკიდურესი სიტლანქისა და სისქის გამო, სხეულებრივ გრძნობებს აღარ შეუძლიათ სულებთან ურთიერთობა – ვერ ხედავენ, არ ესმით მათი, ვერ შეიგრძნობენ
 
თემატური კითხვები
0