
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
ადამი და ევა
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „საყვარელ ღმერთს ვაწყენინე“. სამოთხესა და მის სილამაზეს კი არ ნანობდა, არამედ ღმერთის სიყვარულის მოკლებას ვერ იტანდა მისი სული. ასეა, ყველა სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი სულიწმიდით, მაგრამ შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ადამის ტანჯვას. ტკივა სული ღმერთის წყენების მიმყენებელ ადამიანს.
|