
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა:
ამპარტავნება
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებისათვის, თვითგანდიდება ყველა ასაკში, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს თავს; თვალყურს ადევნებს ადამიანს განვითარების ყველა გონებრივი და ზნეობრივი ხარისხების სრულყოფით; იგი არ ემორჩილება არანაირ გარეგნულ ურთიერთობებს, და მარტოც რომ ცხოვრობდეს ადამიანი, ყველასაგან მოშორებით, უცნობ ადგილას, იგი მუდამ და ყველგან თვითგანდიდების ცდუნებით იქნება შეპყრობილი. მას შემდეგ, რაც მან გულში შეუშვა გველის მიერ მოწოდებული პირველი მლიქვნელური აზრი: იქნებით ვითარცა ღმერთი (შექმნ. 3, 5).
|