თემა:
ანგელოზი
მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმინდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები
მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმინდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმებს, ეს მარტოოდენ „სულმა ღვთისამ“ იცის („ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ – 1 კორ. 2, 11); მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ – ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა („ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა...“ – მარკ. 13, 32); აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს, „... რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (1 პეტ. 1, 12); ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას (შდრ. 3 მეფ. 8, 39); და ბოლოს, არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები („კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ყვის საკვირველი მხოლომან“ – ფს. 71, 18).
|