
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
აღდგომა
მთელი ჩვენი რელიგია განმსჭვალულია აღდგომისადმი რწმენით. მას, გარდაცვლილთა სულებს რომ აღადგენს, განა
მთელი ჩვენი რელიგია განმსჭვალულია აღდგომისადმი რწმენით. მას, გარდაცვლილთა სულებს რომ აღადგენს, განა სხეულთა აღდგინება არ შეეძლება?! შენ აღიარებ და მტკიცედ გწამს უფლის ყოვლისშემძლეობისა, ცისა და მიწის შემოქმედისა, მაგრამ მაინც გტანჯავს კითხვა: „როგორ აღადგენს უფალი გახრწნილ და უძლურ სხეულებს?“ იფრთხილე, ქრისტეს მტრებს, სადუკეველებს არ ემსგავსო, რომელთაც ვითომ უფლის სჯეროდათ, მაგრამ გარდაცვლილთა აღდგომას კი უარყოფდნენ. ახალგაზრდაა სხეული თუ ბებერი, განა ეს სულერთი არ არის სიკვდილის მერე? განა ერთიც და მეორეც იმ მტვრად არ იქცევა, რომლისგანაც შეიქმნენ? მაგრამ ერთიცა და მეორენიც ადვილად აღსდგებიან, უკანასკნელი სამსჯავროს დღეს – შემოქმედის სიტყვით. ვერც ბებრული სიძაბუნე და ვერც ყმაწვილური სიმარდე ვერ შეანელებენ და ვერ დააჩქარებენ სამარის მტვერთაგან გარდაცვლილთა აღდგომას. სიტყვა უფლისა ყოვლადძლიერია: იგი აღადგენს მკვდრეთით. ქმნის და ანადგურებს, უფალს ყველაფერი ხელეწიფება.
|