როდესაც ადამიანი მოგზაურობისათვის ემზადება, მან უნდა იცოდეს იმ მოგზაურობის მიზანი; მარხვა თავისი

როდესაც ადამიანი მოგზაურობისათვის ემზადება, მან უნდა იცოდეს იმ მოგზაურობის მიზანი; მარხვა თავისი უმთავრესი მნიშვნელობით სწორედ სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა – „დღესასწაული დღესასწაულთა“, მარხვა არის მომზადება „სრულყოფილისა აღდგომისათვის, ჭეშმარიტისა გამოცხადებისათვის“. ამიტომ ჩვენც იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ შევეცადოთ, მარხვის აღდგომასთან კავშირში გავერკვეთ, იმიტომ რომ ამ კავშირში გარკვევა რაღაც – ძალიან არსებითზე, რაღაც ძალიან გადამწყვეტზე მიგვანიშნებს ჩვენს ქრისტიანულ რწმენასა და ცხოვრებაში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა – ეს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე – უბრალოდ დღესასწაული, უმნიშვნელოვანესი – ვიდრე გარდასული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და მისთვის პატივის მიგება.
 
0