თემა:
აღზრდა
აღმზრდელის ძირითადი მისიაა არა მარტო ცუდის დათრგუნვა, – იგი უნდა ეცადოს კარგი ჩანერგოს აღსაზრდელის
აღმზრდელის ძირითადი მისიაა არა მარტო ცუდის დათრგუნვა, – იგი უნდა ეცადოს კარგი ჩანერგოს აღსაზრდელის გულში. თვით წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ზნეობრიობას უნდა უნერგავდეთ. თუ მოზარდმა აირჩია საკუთარი გზა, იგი ამ გზიდან არ გადაუხვევს სიბერემდე.
ქრისტიანი მშობლები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთი შვილების მცირე ნაკლიც კი არ გამოეპაროთ, რათა შემდეგ ის არ გადაიზარდოს უფრო დიდ სიმახინჯეში, რომლის დათრგუნვაც უკვე მოზარდ ასაკში ძნელი იქნება. მიაჩვიეთ თქვენი ბავშვები ადრეული ასაკიდან ლოცვას, ღვთის სიყვარულს, აკურატულობას, გულახდილობას, მოთმინებას, თავდადებას, იცოდეთ, რომ თქვენი ბავშვები თავიდან ჯერ კიდევ გაუთვიცნობიერებლად აკეთებენ სიკეთეს, მოზრდილ ასაკში კი უკვე შეგნებულად გააგრძლებენ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩვეულებად ქცეულ სიკეთის ქმნას.
|