თემა: ცოდვა

ცოდვა არის ქრისტიანული ზნეობრივი კანონის დარღვევა, ღმერთის სიტყვისადმი ურჩობა. ცოდვა რელიგიური

ცოდვა არის ქრისტიანული ზნეობრივი კანონის დარღვევა, ღმერთის სიტყვისადმი ურჩობა.
    ცოდვა რელიგიური ცნებაა, იგი მხოლოდ იმ პირების მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ, ვინც ღებულობს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და "ეკლესიის გალავანს შიგნით" იმყოფება. ხოლო ვინც ეკლესიის გარეთაა, იმას არ ძალუძს მთლიანად შეიგნოს საკუთარი ცოდვილობა, დაინახოს თავისი დაცემა, შეძრწუნდეს ამ სასიკვდილო სნეულებით, იგრძნოს, თუ რაოდენ შორსაა ღმერთისაგან, ჭეშმარიტებისაგან.
    ამიტომ თავდაპირველად ღმერთისა და ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ. ასეთი ცოდვა ბევრია, ისინი სხვადასხვა სულიერი მდგომარეობის უწყვეტ ჯაჭვს ქმნიან, ამათგან ზოგი უბრალო და აშკარაა, ზოგი კი დაფარული, ერთი შეხედვით უწყინარი, სინამდვილეში კი სულისათვის განსაკუთრებით საშიში. ზოგადად ისინი შეიძლება ასე დავყოთ:
    1) მცირედმორწმუნეობა,
    2) ცრუმორწმუნეობა,
    3) მკრეხელობა და ფიცი,
    4) ულოცველობა, საეკლესიო წირვა-ლოცვის უგულებელყოფა,
    5) ხიბლი.
 
თემატური კითხვები
0