ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: ოდეს მოქცეულთა სულთ ითავნე, მაშინ სცხონდე და სცნა

ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "ოდეს მოქცეულთა სულთ ითავნე, მაშინ სცხონდე და სცნა სადა იყავ". სულთქმა სინანულს ჰნიშნავს, და ჰსჩანს აქ, თუ ცოდვისაგან არ მოიქცევა კაცი, სინანული უხმარი არის. ეს სიტყუა ასე აჩნეს: "ოდეს მოციქულმან სულთ ითქვნე". ესე იგი, როდესაც ცოდვისაგან მოიქცე და შეინანოო. აცხადებს ეს სოტყუა, რომ თუ ცოდვისაგან კაცი არ მოიქცა, ისრე სინანულის სახის ჩუენება არა რად შეირაცხება. ამას უფალი ღმერთი ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით დაამტკიცებს და იტყვის: "უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თვისისა და ჰქმნეს უსჯულოება, არღაცარა მოხსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი". პირველად ცოდვისაგან მოქცევა უნდა ვჰოთ, მერმე სინანული, თორემ სინანულად არ შეირაცხება. დავით წინასწარმეტყველი ჯერ მოქცევას გუასწავებს, ვითარცა იტყვის: "მოიქეც ბოროტისაგან"; შემდგომად სინანულს: "და ქმენ კეთილი" (კან. დაკ. 5 ფსალ. 33, 14).
 
თემატური კითხვები
3