ღირსი ზოსიმე პალესტინელი

როგორც მკვდარს არ ესმის ხმა მეგობართა და ახლობელთა თავისი ქალაქისა თუ სოფლისა, რადგან სხვა სამყაროში

როგორც მკვდარს არ ესმის ხმა მეგობართა და ახლობელთა თავისი ქალაქისა თუ სოფლისა, რადგან სხვა სამყაროში გადაინაცვლა და აღარა ცხოვრობს იქ, ასევე უნდა იყოს მონაზონიც: რაკი ბერული სამოსელით შეიმოსება, უნდა განეშოროს თავის ქალაქს, ახლობლებს და ყოველივე ქვეყნიურ საქმეებს, რათა მისი გულიდან აღმოიფხვრას საერო ცხოვრების სიტკბოებანი. ასეთი ნუ მისცემს თავს უფლებას, რათა მიეცეს ამქვეყნიურ, ამაო საზრუნავს, რომელიც არაფრის მომცემია, გარდა სულის წახდენისა. თუ მონაზონი ვერ მოშორდა თავის ქალაქსა თუ დაბას, ახლობლებს და ვერ ჩაიკეტა თავის სენაკში განმარტოებით, მიემსგავსება მკვდარს, სახლში უპატრონოდ დაგდებულს და აყროლებულს, რომლის სუნისა გამოც ყველა გაურბის მას.
 
თემატური კითხვები
6