
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
ბედნიერება
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი: ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას,
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინც მოწყალეა გულით და სულით, რადგან შეიწყალებს მას მარჯვენა უფლისა;
ვინც წმიდაა გულით, რადგან ხედავს მეფეს, ზეციურ მამას თვისას;
ვინც დევნილია სიმართლისათვის, ეშმაკთა და ხალხისაგან, რადგან მარადიული სიმართლის სამეფო დევნილთ ეკუთვნით;
ვისაც ცილი დასწამეს და შეურაცხყვეს ქრისტესთვის, რადგან გაიხარებენ და იმხიარულებენ ანგელოზთა სამკვიდრებელში.
მათთან ერთად ნეტარნი არიან ისინიც:
ვისაც სწამს მაცხოვრისა, რომ აცხოვნებს იგი;
ვინც შემოქმედისა და მისი ქმნილებებისადმი სიყვარულით იწვის, რამეთუ დაიდგამს გვირგვინს უკვდავი დიდებისა;
ვინც მსხვერპლად სწირავს მიწიერ სიცოცხლეს, რადგან მოიპოვებს მარადიულს.
ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი და არამოჩვენებითი ბედნიერება, რომელიც უფალმა გაუმხილა და გამოუცხადა ადამიანთა მოდგმას.
|