თემა: ცხონება

მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად

მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება.
    უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
    ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
    თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდვებითაა აღსავსე.
    მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
    ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.
    გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.
    უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
     თ. 2–4
 
თემატური კითხვები
0