
ავტორი:
ღირსი ზოსიმე პალესტინელი
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმედელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარებით შევხვდებით, ეშმაკზე უფრო ძლიერი მტერი შევიქმნებით ჩვენი სულებისა და დიდად ვავნებთ საკუთარ თავს.
|