ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
ცხონება
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქუს, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებს. თვით უფალი იესო ამტკიცებს: "სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". სად წარმოჩნდა შენი ცხოვრება, რადგან კი დაისჯები? საყვარელო! ამას კეთილით განჰსჯით მიხედე. ცხოვრება და წარწყმედა სიტყვისაგან არის თვით ქრისტე გიბრძანებს ამას: "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". თვით საქმით წარმოგიჩინო, რომ სიტყვით არის ცხოვრება და წარწყმედა: სიტყვით წარწყმდა მარცხენით ავაზაკი, სიტყვით სცხოვნდა მარჯვენით ავაზაკი.
|