წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და

სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებოდნენ. შესაბამისად, სიკვდილისწინა სნეულება ადამიანს უფლის წყალობით ეძლევა.
 
თემატური კითხვები
0