თანამედროვე აღმოსავლურ სწავლებათა შორის ძენი ინტელექტუალურად ყველაზე დახვეწილი და სულიერად ფხიზელი

თანამედროვე აღმოსავლურ სწავლებათა შორის ძენი ინტელექტუალურად ყველაზე დახვეწილი და სულიერად ფხიზელი სწავლებაა: მისი იდეები "კოსმიური ბუდის" მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის შესახებ ალბათ ყველაზე მაღალი რელიგიური იდეალია, რომლის მიღწევაც ძალუძს ადამიანურ გონებას ქრისტეს გარეშე. ამ მოძღვრების ტრაგედია სწორედ ისაა, რომ მასში არ არის ქრისტე და მაშასადამე, არც ცხონებაა. ამიტომაც თვით ძენ-ბუდიზმის დხვეწილობა და სიფხიზლე ყველაზე მეტად უშლის ხელს მის მიმდევრებს ქრისტესმიერი ცხონების გზის ძიებაში.
    ძენს ფაქტიურად არ გააჩნია თეოლოგიური ფუნდამენტი, იგი "გამოცდილებას" ეყრდნობა და ამგვარად, ისეთივე ცთომილებაშია ჩავარდნილი, როგორშიც ინდუიზმი: თუკი ადამიანზე რაიმე ახდენს ზემოქმედებას და შემოაქვს სულში "მშვიდობა" და "ჰარმონია", მაშასადამე, ეს კარგი და ჭეშმარიტია! ძენი კარგად პასუხობს იმ ადამიანების დახვეწილ ამპარტავნებას, ვისაც მიაჩნია, რომ თვითონვე ძალუძს საკუთარი თავის ცხონება და ამიტომ არავითარი მაცხოვარი არ ჭირდება, საკუთარი თავის გარდა.
    ბოლო ხანს უკვე გაჩნდა ახალი ძენ-ბუდისტური მონასტრები, სადაც ღრმად და სერიოზულად სწავლობენ ამ რელიგიას, ხოლო ახალგაზრდა ძენ-ბერების მსჯელობა "სულიერ" საკითხებზე საოცრად მოგვაგონებს მართლმადიდებელი ერისკაცისა და მონაზვნის საუბარს, მათი შეხედულებებიც გულწრფელად დამაჯერებლად გამოიყურებიან. ასეთ ძენ-ბუდიზმს თითქმის ყველაფრის მიცემა დღევანდელი რელიგიურად განწყობილი ახალგაზრდა კაცისათვის, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა - ქრისტესი და მარადიული ცხონებისა, რომელსაც იგი მოგვანიჭებს.
 
0