წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად

წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად სასარგებლოა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცოდვები შესაძლოა მიეტეოთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მიცვალებულთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვის წირვა აღასრულონ... რა თქმა უნდა, უფრო საიმედოა, რომ სიცოცხლეში თავადვე გავაკეთოთ ის, რასაც ვიმედოვნებთ, რომ სიკვდილის შემდგომ სხვები გაგვიკეთებენ. უმჯობესია, თავისუფალნი გადავიდეთ იმქვეყნად, ვიდრე ბორკილდადებულნი ვეძიებდეთ თავისუფლებას. ამიტომ მთელი გულით უნდა მოვიძულოთ ეს წუთისოფელი, ისე, თითქოს მისი დიდება უკვე გარდასულია, და ყოველთვის შევწიროთ ღმერთს ჩვენი ცრემლების მსხვერპლი, როდესაც უფლის ყოვლადწმიდა სისხლსა და ხორცს მსხვერპლად ვწირავთ. მხოლოდ ამ მსხვერპლს აქვს ძალა ჩვენი სულის საუკუნო სიკვდილისაგან ხსნისა, რადგან იგი საიდუმლოდ წარმოგვიდგენს მხოლოდშობილი ძის სიკვდილს“ (დიალოგი IV; 57, 60).
 
0