წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი

როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი („რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11. 30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან სიბნელისა და სიცრუის ეს უმძიმესი საფარველი და შეიცანი, რომ არ არსებობს სხვა თავისუფლება, გარდა იმისა, როცა შენ ემორჩილები უფალს და ზეციური მამის ნებას ხარ მინდობილი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმთისა და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი“.
 
თემატური კითხვები
0