ნეტარი ავგუსტინე

დემონთა ბუნება იმგვარია, რომ ისინი ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი გრძნობადი აღქმით ბევრად

დემონთა ბუნება იმგვარია, რომ ისინი ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი გრძნობადი აღქმით ბევრად უფრო აღემატებიან მიწერი სხეულების აღქმას; აგრეთვე, ჰაეროვანი სხეულის უკეთ მოძრაობის შემწეობით, დემონები არა მარტო ადამიანებსა და ცხოველებზე გაცილებით უფრო სწრაფად მოძრაობენ, არამედ ფრინველთა უსწრაფესადაც კი გადაადგილდებიან. ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი ამ ორი უნარით: მახვილი აღქმითა და მოძრაობის სისწრაფით, ისინი წინასწარმეტყველებენ და მრავალ ამბავს იუწყებიან, რომლებსაც თავად გაცილებით ადრე იგებენ; ხოლო ადამინებს ეს აკვირვებთ მათი ნელი, მიწიეერი აღქმიდან გამომდინარე. დემონებმა აგრეთვე გაცილებით დიდი გამოცდილება დააგროვეს სხვადასხვა მოვლენაზე, ვიდრე ადამიანებმა თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე. ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი ხსენებული თვისებების მეშვეობით დემონები არა მარტო მრავალ ამბავს წინასწარმეტყველებენ, არამედ ამბავს წინასწარმეტყველებენ, არამედ მრავალ საკვირველ საქმესაც აღასრულებენ („დემონთა განსაზღვრა“ თავი 3).
 
თემატური კითხვები
0