პაისი მთაწმინდელი

წესისამებრ დღესასწაულის წინა დღეს მწუხრამდე, ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ

წესისამებრ დღესასწაულის წინა დღეს მწუხრამდე, ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ, რომ დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ან დღესასწაულის დღეს ან წინა საღამოს რაიმე უმნიშვნელო საქმეს გააკეთებს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთი მსუბუქი სამუშაოც კი დიდი გონიერებით უნდა შევასრულოთ. ძველ დროში, თვით ველზე მომოუშავე გლეხებიც კი, როდესაც სამწუხრო ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისათვის იყვნენ შეკრებილნი. ისინი წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვს თუ სხვა ხელსაქმეს და ღმერთიც აკურთხებდა მათ, ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისათვის უცხონი გახდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში გამომუშავებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ.
 
3