
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
ჩვენს მართლმადიდებელურ ეკლესიებს სულიწმიდით მიცემული აქვთ შეცნობა ღმერთის საიდუმლოებებისა, ძლიერია
ჩვენს მართლმადიდებელურ ეკლესიებს სულიწმიდით მიცემული აქვთ შეცნობა ღმერთის საიდუმლოებებისა, ძლიერია იგი თავისი წმიდა აზრებით და მოთმინებით. მართლმადიდებლის სული მადლით მჭიდროდ ეკვრის უფალს და ყოვალდწმიდა ღვთისმშობელს... და ხარობს სული, როცა უჭვრეტს ღმერთს. ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით და ის, რომელსაც სიამაყეში სურს შეიცნოს საკუთარი გონებით შემოქმედი, ბრმაა და უგუნური. გონებით ჩვენ იმის შეცნობაც არ შეგვიძლია, როგორაა გაკეთებული მზე; და როცა ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, გვითხრას, როგორ გააკეთა მან მზე, სულშია ნათელ პასუხი: „იყავი მორჩილი და შეიცნობ არა მარტო მზეს, არამედ მის შემოქმედსაც“. ხოლო, როცა სული შეიცნობს ღმერთს, სიხარულისაგან ავიწყდება მზეც და ყველა ქმნილება, დატოვებს ზრუნვას მიწიერ ცოდნაზე.
|