
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
ეშმაკი დემონი
ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის
ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის კუდს ახვევს მათ გარშემო, რომ კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახადოს ისინი და მოწყინებამდე და ღმერთო დაიფარე და – თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ისინი. თუმცა ეშმაკი გამუდმებით გვიბიძგებს, რომ დავუპირისპირდეთ და ვეჩხუბოთ მოყვასს, მაგრამ თვითონ დაპირისპირებაზე არასოდეს მიდის, დაუდევარს უმეტეს დაუდევრობაში აგდებს, ამშვიდებს მას ასეთი აზრებით: „შენ თავი გტკივა და ავად ხარ, არაფერი დაშავდება, თუ ლოცვაზე არ დადგები“. ღვთისმოსავს ეშმაკი კიდევ უფრო ღვთისმოსავად აქცევს, რომ მისი ამპარატავნება აღძრას და ანდა მის ძალებზე აღმატებული ღვაწლის აღებას აიძულებს, რომ ოდესღაც გულმოდგინე მოღვაწეს ძალები გამოეცალოს, შედეგად კი სულიერი იარაღი დაყაროს და დანებდეს. უწყალო გულის მქონეს ეშმაკი კიდევ უფრო უმოწყალოდ ხდის, ხოლო მგრძნობიარე ადამიანში უზომო მგრძნობელობას ნერგავს.
|