
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა, მადლი
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ღვთის შიში; სიკვდილის ხსოვნა, გულისთქმების მოკვდინება და გულის შესამჩნევი სითბო. ეს ყველაფერი შინაგანი ლოცვის ბუნებრივი ნაყოფებია. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, თავი რომ არ მოვიწონოთ და სხვათა წინაშე არ დავიწყოთ ქედმაღლობა. სანამ მხოლოდ ბუნებრივი ნაყოფები გვაქვს, მანამდე, საქმის არსიდან და ღვთის სამართლიდან გამომდინარე, გროშის ფასადაც არ ვღირვართ. ფასი მაშინ დაგვედება, როცა მადლი მოვა, რამეთუ მისი მოსვლა იქნება ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა მოწყალე თვალით მოგვხედა... კერძოდ, რაში მჟღავნდება მადლის მოქმედება, მე არ ძალმიძს აგიხსნათ; მაგრამ ერთი რამ უეჭველია, სანამ არ წარმოჩინდება შინაგანი ლოცვის ზემოთ აღნიშნული ნაყოფი, მანამდე არც მადლი მოვა.