წმ. თეოფანე დაყუდებული - ლოცვა
წმ. თეოფანე დაყუდებული

თემა: ლოცვა

როცა ვლოცულობთ, გონებით ღვთის წინაშე უნდა ვიდგეთ და მხოლოდ მასზე ვფიქრობდეთ. ამ დროს განუწყვეტლივ წარმოიშვება სხვადასხვა აზრები, რომლებიც გონებას ღვთისაგან განაშორებენ, იმისათვის რომ გონება მიჩვეულიყო ერთ ადგილზე დგომას, წმიდა მამები იყენებდნენ მოკლე ლოცვებს, რომელთაც განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ.მოკლე ლოცვების ესეთი წარმოთქმისას გონება მტკიცედ იდგა ღვთის სათნო ფიქრებში და ადვილად დევნიდა გარეშე აზრებს. ლოცვები მოკლე იყო, მაგრამ სხვადასხვაგვარი, ამიტომ ჩვენში დამკვიდრდა და საერთო წესად შემოღებულ იქნა იესოს ლოცვა: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი!"
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები