ავტორი:
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
თემა:
ლოცვა
თუ ლოცვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ცოდვილები ვართ, რომ ხსნა
თუ ლოცვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ცოდვილები ვართ, რომ ხსნა გვჭირდება, რომ განშორებულნი ვართ ღვთისაგან, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. და ერთადერთი, რაც შეგვიძლია მას მივუძღვანთ, არის ჩვენი გულისმომკვლელი მწუხარე სურვილი იმისა, რომ გავხდეთ ისეთები, როგორებსაც ღმერთი შეგვიწყნარებდა ჩვენ, შეგვიწყნარებდა ჩვენი სინანულით, შეგვიწყნარებდა მოწყალებითა და სიყვარულით. და აი, ლოცვა თვით მის საწყის ეტაპზეც კი, ეს არის ჩვენი ძალისხმევა გავემართოთ ღვთისაკენ, ღმერთისკენ შემობრუნების წუთი, როდესაც ახლოს მისვლა ვერ გაგვიბედავს, რადგან ვიცით, რომ, თუ დროზე ადრე შევხვდებით მას, ვიდრე მის მადლთან შეხვედრისთვის მზად ვიქნებით, ეს შეხვედრა ჩვენს დასასჯელად იქნება. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ მისკენ შევბრუნდეთ ღვთისმოსაობით, ისეთი მოკრძალებული მუხლდრეკითა და თაყვანისცემით, როგორიც შეგიძლია მთელი ჩვენი ყურადღებითა და სერიოზულობით და შევთხოვოთ მას, რამე მოგვიხერხოს, მოგვცეს იმის ძალა, რომ პირისპირ შევხვდეთ მას, არა სასჯელად და არცა დასასჯელად, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის.
|