
სიმდიდრე და ქველმოქმედება განუყოფელი უნდა იყოს
სიმდიდრე და ქველმოქმედება განუყოფელი უნდა იყოს
სხვებისთვის ქველმოქმედებით ჩვენი თავისთვისაც ვქველმოქმედებთ
მიწაზე ქველმოქმედნო, ადიდეთ ზეციური ქველმოქმედი, რომელიც მოწყალების მადლს გიბოძებთ.
ადამიანებისთვის იაფფასიანი ქველმოქმედებით შეგვიძლია, ფასდაუდებელი ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ.
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი” (იოანე 15, 5).
გადააფრქვიე სიყვარულისა და ქველმოქმედების ზეთი მოყვასთ და ჩააქრობ გეენიის ცეცხლს, რომელიც ცოდვილს დაწვავს.
გიხაროდეს ქველმოქმედება, როდესაც კეთილად იქცევი, მაგრამ მისით თავს ნუ აღიმაღლებ, რათა მყუდრო სავანეში არ დამარცხდე.
ეგვიპტელი მამები წერენ, ქველმოქმედება, რომლის შესახებ მთელი ქვეყანა შეიტყობს, ფასს კარგავს - ის თითქოს უკვე აღარ არის ქველმოქმედება
რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება.