ავტორი:
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე
თემა: ქრისტიანობა
იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტიანის საქციელს, - სასიხარულო იქნება იგი საქციელი თუ სამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო.